ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის იტალიანისტიკის მიმართულება 2025 წლის 17ოქტომბერს გამართავს სამეცნიერო კონფერენციას ჯოვანი ბოკაჩო - მარადიული თანამედროვე, რომელიც მიეძღვნება ჯოვანი ბოკაჩოს გარდაცვალებიდან 650 წლისთავს.
თემატიკა:
ჯოვანი ბოკაჩოს შემოქმედება
იტალიური ლიტერატურათმცოდნეობის საკითხები
იტალიური ენათმეცნიერების საკითხები
იტალიური ენის სწავლების საკითხები
იტალიურიდან თარგმანის საკითხები
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
რეგლამენტი:
მოხსენება – 20 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;
მნიშვნელოვანი თარიღები:
- კონფერენციის ჩატარების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2025
- თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 19 სექტემბერი, 2025
- ქართულენოვანი თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა; ინგლისურენოვანი თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა.